ეპოქსიდური იატაკი

რა არის ეპოქსიდური იატაკი

ეპოქსიდური იატაკის ზუსტი მიზნობრივი გამოყენება დამოკიდებულია იატაკის საბოლოო გამოყენების დანიშნულებაზე. ინდუსტრიულ სექტორში რეკომენდებულია 2-4მმ-მდე პოლიურეთანის იატაკის მოწყობა. ეპოქსიდური იატაკი ითვალისწინებს: პოლიმერული მასალების გამოყენების ტექნოლოგიის პროფესიონალურ ცოდნას და საინსტალაციო სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულებას.

სამრეწველო ეპოქსიდური იატაკი წარმოადგენს: მოსალოდნელი დატვირთვების გათვალისწინებით, შესაბამისი ტექნოლოგიის დაცვით, საუკეთესო მასალებით, 2-5 მმ-მდე, მაღალ პროფესიონალურ დონეზე მოწყობილი, პოლიმერული იატაკების ერთ ერთი სახეობას.

ეპოქსიდური იატაკის მოწყობისას გასათვალისწინებელია მცირე საექსპლუატაციო ხარვეზები: ზედაპირული ნაკაწრების წარმოქმნა და არა 100 % UV გამძლეობა. კერძო სექტორში, ზედაპირის, მცირედი დატვირთვებიდან გამომდინარე, ძირითადი ყურადღება პოლიმერული იატაკის არა ტექნიკურ მაჩვენებლებს, არამედ ზედაპირის ოპტიკურ მხარეს ექცევა.

ჩვენი პრიორიტეტია მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებით პოლიმერული იატაკების მოწყობის ტექნოლოგიების ცოდნა და ნებისმიერი სირთულის სისტემის, საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.


უპირატესობა

ზედაპირი

პრიალა/გლუვი

ქიმიურად მედეგი

მექანიკურად მედეგი

ცვეთამედეგი

ზედაპირი

უნაკერო, არაამტვერებადი

ჰიგიენური

მარტივი მოსავლელი

არ ცურავს

ეპოქსიდური იატაკი

გამოყენება

კვების მრეწველობა

ფარმაცევტული საწარმოები

ლაბორატორიები

კლინიკები

სამშობიაროები

საავადმყოფოები

სასაწყობე მეურნეობა

შიდა ავტოსადგომები, ავტოფარეხები

ბინები, აგარაკები

ინტერიერი


ხშირად დასმული კითხვები

ნებისმიერი იატაკი მოითხოვს გარკვეულ მოვლას, გამონაკლისს არც ეპოქსიდური ზედაპირი წარმოადგენს, რომლის წმენდაც შესაძლებელია განხორციელდეს ორი სახით: მექანიკურად და ქიმიურად. სრულფასოვანი შედეგი მიიღება წმენდის ორივე მეთოდის ერთდროულად გამოყენების შედეგად.  

ფისოვანი იატაკი თავისთავად არ წარმოადგენს მტვრის წარმომქმნელს, მაგრამ იგი იმტვერება სხვა წყაროებიდან, მტვრის ჭუჭყის ნაწილაკები კი მოქმედებს როგორც აბრაზიული მასალა, ტრანსპორტის მოძრაობის დროს.ფარმაცევტულ, კოსმეტიკისა და კვების ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესია ჰიგიენური იატაკების უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია სწორად შერჩეული გამწმენდი მექანიზმები.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე