რა არის პოლიურეთანის იატაკი
იატაკი მნიშვნელოვანი ნაწილია, ნებისმიერ საწარმოო თუ საცხოვრებელ შენობაში. დღესდღეობით ამ ზედაპირებისათვის განსაკუთრებული მოთხოვნებია დაწესებული. იატაკის სიცოცხლის ხანგრძლივობის და მაღალი ხარისხის მისაღებად გამოიყენება უამრავი მასალა.
განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება პოლიმერულ მასალებს, რომლებიც მშვენივრად უმკლავდებიან ფიზიკურ, ქიმიურ და ტემპერატურულ დატვირთვებს.
პოლიურეთანის იატაკი ისევე როგორც ეპოქსიდური იატაკი წარმოადგენს პოლიმერული სამრეწველო იატაკების მოწყობის ერთ ერთ ძირითად მიმართულებას. ორივე ტიპის პოლიმერულ იატაკს გააჩნია მეტნაკლები ზოგადი საერთო თვისებები. პოლიურეთანის თუ ეპოქსიდური იატაკის ზუსტი მიზნობრივი გამოყენება, დამოკიდებულია იატაკის საბოლოო გამოყენების დანიშნულებაზე. პოლიურეთანის იატაკის ძირითადი თვისებებია:
შენიშვნა: სამრეწველო იატაკად არ განვიხილავთ, პოლიმერული საღებავით შეღებილ ბეტონის ზედაპირს.

თავისებურებები
პოლიურეთანის იატაკი არის უნაკერო საფარი, რომელიც დაფუძნებულია რამდენიმე ტიპის პოლიმერზე. ისინი მიიღება სპეციალური ქიმიური რეაქციების დახმარებით, რაც შესაძლებელს ხდის მასის სინთეზს გარკვეული ტექნიკური პარამეტრებით. ასეთმა ზედაპირებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან ისინი ხასიათდებიან მინიმალური შეკუმშვით და მაღალი სიმტკიცით.
პოლიურეთანის ფუძეზე შექმნილი იატაკებს შევხვდებით სხვადასხვა ადგილებში:

დადებითი და უარყოფითი მხარეები
პოლიურეთანის იატაკს აქვს რთული სტრუქტურა, რადგან ბევრი დამხმარე ნარევი შეიძლება შევიდეს მის შემადგენლობაში. ყველა მათგანი საშუალებას გაძლევთ რადიკალურად შეცვალოთ ზედაპირის თვისებები, რაც მას აუცილებელ პარამეტრებს აძლევს