პოლირებული ბეტონის იატაკი

რა არის პოლირებული ბეტონის იატაკი

“Opinio Style” გთავაზობთ პოლირებული ბეტონის იატაკის მოწყობის სისტემებს, რომელიც ითვალისწინებს, როგორც არსებული ასევე ახალი დასხმული ბეტონის გარდაქმნას სარკისებრი ეფექტის მქონე, ცვეთამედეგ ზედაპირად. სისტემის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის არსებული ბეტონის სამრეწველო და დეკორატიულ იატაკზე.

სისტემა ითვალისწინებს როგორც არსებული ასეევე ახალი დასხმული ბეტონის და ფხვნილით გამკვრივებული ზედაპირის მქონე იატაკის მხოლოდ სარკისებრი ეფექტის მინიჭებას. ტექნოლოგია საგრძნობლად ამციერბს შესასრულებელი სამუშაო პროცესის ხანგრძლივობას და გამორიცხავს ალმასის ქვების დამატებით ხარჯს. პოლირების სისტემა იატაკების მოწყობის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული მოდელია.  მისი გამოყენება რეკომენდებულია ზედაპირის მოსახვეწი მანქანებით დამუშავებული ბეტონის იატაკის ან უკვე კონკრეტული ფერის მქონე სამრეწველო ბეტონის იატაკის ზედაპირზე სარკისებრი ეფექტის მისანიჭებლად.

შენიშვნა: ჩვენი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პოლირებული ბეტონის იატაკის სისტემები განკუთვნილია როგორც სამრეწველო ასევე დეკორატიული ბეტონის იატაკის ზედაპირის მოსაპირკეთებლად.
ზედაპირის გამამკვრივებელი საჟღენთი ხსნარები უზრუნველყოფს იატაკის ზედაპირის გამძლეობას ცვეთის მიმართ, ხოლო ზედაპირზე ქიმიური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება სპეციალური ზედაპირის დამცავი ხსნარი.


უპირატესობები

ესთეთიური

ცვეთამედეგი,უმტვერო

ნათელი, ეკოლოგიურად სუფთა

მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი

სარკისებრი ეფექტი

ფერების ფართო არჩევანი

მარტივად მოსავლელი

“ბეტონის პოლირებული იატაკი” წარმოადგენს თანამედროვე სამრეწველო/დეკორატიული ბეტონის იატაკების მოწყობის ყველაზე მოდერნიზებულ ფორმას. იატაკის ძირითად სიმტკიცეს განსაზღვრავს არსებული ბეტონის მარკა და ზადაპირის გამამკვრივებელი ფხვნილის ხარისხი. ასეთის არსებობის შემთხვევაში, პოლირების ტექნოლოგია შესაბამისი ქიმიური ხსნარების მეშვეობით მხოლოდ აკეთილშობილებს ბეტონის ზედაპირს. ზუსტი ტექნოლოგიური მეთოდით დამუშავების შედეგად ძველი თუ ახალი ბეტონის იატაკი გარდაიქმნება ცვეთამედეგ, გამძლე, მარმარილოს მსგავს, წყალგაუმტარ პრიალა, მაღალი ოპტიკის მქონე სამრეწველო/დეკორატიულ იატაკად.

ბეტონის პოლირებული სამრეწველო იატაკი გათვლილია საშუალო მექანიკურ დატვირთვებზე, პოლირებული იატაკის ძირითად სიმტკიცეს განსაზღვრავს არსებული ბეტონის მარკა (მინიმუმ B 200). სამრეწველო პოლიმერული იატაკი მხოლოდ აკეთილშობილებს მტკიცე ბეტონის ზედაპირს და ხელს უწყობს ზედაპირის მედეგობას მსუბუქი ქიმიური, ორგანული და სხვა ტიპის მინერალური ნივთიერებების ზემოქმედების მიმართ.


ხშირად დასმული კითხვები

პოლირებული ბეტონი მდგრადია წყლის, და სუსტი მინერალური ნივთიერებების ზემოქმედების მიმართ.

არის დატვირთვამედეგი, არ მტვერდება, აქვს პრიალა სარკისებრი ზედაპირი, არ სრიალებს, გამოირჩევა მრავალფეროვანი, ესთეტიკური და დეკორატიული შეხედულებით, არის ადვილად მოსავლელი.

პოლირებული ბეტონის იატაკი გამოიყენება ყველგან სადაც გჭირდებათ მყარი და ჰიგიენური ზედაპირი: