პოლიურეთანის იატაკი

რა არის პოლიურეთანის იატაკი

იატაკი მნიშვნელოვანი ნაწილია, ნებისმიერ საწარმოო თუ საცხოვრებელ შენობაში. დღესდღეობით ამ ზედაპირებისათვის განსაკუთრებული მოთხოვნებია დაწესებული. იატაკის სიცოცხლის ხანგრძლივობის და მაღალი ხარისხის მისაღებად გამოიყენება უამრავი მასალა.
განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება პოლიმერულ მასალებს, რომლებიც მშვენივრად უმკლავდებიან ფიზიკურ, ქიმიურ და ტემპერატურულ დატვირთვებს.

პოლიურეთანის იატაკი ისევე როგორც ეპოქსიდური იატაკი წარმოადგენს პოლიმერული სამრეწველო იატაკების მოწყობის ერთ ერთ ძირითად მიმართულებას. ორივე ტიპის პოლიმერულ იატაკს გააჩნია მეტნაკლები ზოგადი საერთო თვისებები.  პოლიურეთანის თუ ეპოქსიდური იატაკის ზუსტი მიზნობრივი გამოყენება, დამოკიდებულია იატაკის საბოლოო გამოყენების დანიშნულებაზე. პოლიურეთანის იატაკის ძირითადი თვისებებია:

ელასტიურობა

გამძლეობა

დარტყმამედეგობა

მუშაობის უნარი დაბალ ტემპერატურაზე

შენიშვნა: სამრეწველო იატაკად არ განვიხილავთ, პოლიმერული საღებავით შეღებილ ბეტონის ზედაპირს.


თავისებურებები

პოლიურეთანის იატაკი არის უნაკერო საფარი, რომელიც დაფუძნებულია რამდენიმე ტიპის პოლიმერზე. ისინი მიიღება სპეციალური ქიმიური რეაქციების დახმარებით, რაც შესაძლებელს ხდის მასის სინთეზს გარკვეული ტექნიკური პარამეტრებით. ასეთმა ზედაპირებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან ისინი ხასიათდებიან მინიმალური შეკუმშვით და მაღალი სიმტკიცით.

პოლიურეთანის ფუძეზე შექმნილი იატაკებს შევხვდებით სხვადასხვა ადგილებში:

სამრეწველო სახელოსნოები და საწყობები

გასართობი და სავაჭრო ცენტრები

საავადმყოფოები/კლინიკები

სამაცივრე ოთახები

ავტოსადგომები, ავტოფარეხები და მრავალი სხვა


დადებითი და უარყოფითი მხარეები

პოლიურეთანის იატაკს აქვს რთული სტრუქტურა, რადგან ბევრი დამხმარე ნარევი შეიძლება შევიდეს მის შემადგენლობაში. ყველა მათგანი საშუალებას გაძლევთ რადიკალურად შეცვალოთ ზედაპირის თვისებები, რაც მას აუცილებელ პარამეტრებს აძლევს

პოლიურეთანისგან მოწყობილ იატაკებს ბევრი დადებითი მხარე გააჩნიათ

მაღალი სიმტკიცე შერწყმული ელასტიურობასთან

კარგად მოწყობილი იატაკი ადვილად ეწინააღმდეგება სტატიკურ ან დინამიურ დარტყმებს

იატაკის ზედა ფენა ძნელად იკაწრება/იხეხება

ზედაპირის მომსახურების ვადა შეიძლება აღემატებოდეს 10 წელს

პოლიურეთანი საერთოდ არ შთანთქავს ნესტს

მასალის სტრუქტურა გამოირჩევა გლუვი ზედაპირით და მაღალი სიმტკიცით, რაც არ აძლევს საშუალებას ჭუჭყს შეაღწიოს სიღრმეში.

მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და აგრესიული ნარევების მიმართ. პოლიურეთანის იატაკი არ იწვის, რაც მას შედარებით უსაფრთხოს ხდის. როდესაც ზედაპირი თბება, მასალა იწყებს დნობას და ორთქლდება, ტოქსიკურ კომპონენტებს გამოყოფს ჰაერში. პროდუქტის ექსპლუატაცია შესაძლებელია მინუს ტემპერატურაზეც (მაქსიმუმ -25c)

პოლიურეთანი არის სინთეზური მასალა, რომელსაც აქვს მრავალი უარყოფითი მხარე:

პოლიურეთანის იატაკის დამონტაჟება მოითხოვს ზედაპირის საფუძვლიან მომზადებას. მისი მოწყობისას მიზანშეწონილია შეინარჩუნოთ დადებითი ტემპერატურა. ასეთი ზედაპირის მოწყობის ხანგრძლივობამ შეიძლება მიაღწიოს 2-დან 6 კვირამდე, რაც დამოკიდებულია გამოყენებული კომპოზიციებზე და დასამუშავებელ ფართზე.

პოლიურეთანის იატაკის მოწყობა დაკავშირებულია მაღალ დანახარჯებთან, შესაბამისად ბევრი დამკვეთი ეძებს ალტერნატიულ ვარიანტებს.

იატაკის შემადგენლობაში შედის მრავალი მავნებელი ნივთიერება, რომელთა შორის შეიძლება გამოვყოთ Formaldehyde, Phenol და სხვა.

პოლიურეთანის საფარის აღდგენა ძალიან რთულია. შესაძლებელია მხოლოდ მცირე დეფექტების აღმოფხვრა, მაგრამ ვერანაირი საშუალება ვერ შეძლებს ზიანის სრულად მოხსნას.

იატაკის მოწყობა საკმაოდ ძვირი და რთული პროცესია, რომლის შესრულება მაღალ ხარისხში, მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტების გუნდს შეუძლია.


ხშირად დასმული კითხვები


მომსახურება

ეპოქსიდური იატაკი

მიკროცემენტის იატაკი/კედელი

მიკროცემენტის საფეხურები

ბეტონის იატაკის მოხეხვა