დეტალური აღწერა
პროექტი მოიცავდა 1500 მ² ფართობის Mercedes Benz შოურუმის იატაკის მოწყობას, ამ ჯერად უკვე ქალაქ ბაქოში.
გუნდის მორიგი წარმატებული პროექტი! ქ. ბაქოში, „Mercedes – Benz Abseron“-ის შოურუმში, იატაკის ზედაპირის სამუშაოები დასრულდა ჩვენი გუნდის მიერ. პროექტში გამოყენებული იქნა პროდუქტი „ქვის ხალიჩა“, რომელიც ანტრაციტისა და მუქი ნაცრისფერი ფერებით გზის საფარის იმიტაციას ქმნის.
სამუშაო პროცესი დაყრდნობილია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე, ფაქტორები, რომლებმაც ეს შედეგი განაპირობა, ასე გამოიყურება:
- საფუძვლის იდეალური მომზადება – თითოეული პროექტი საფუძვლიან და სრულყოფილ მომზადებას მოითხოვს, რაც უზრუნველყოფს იატაკის სისტემის გამძლეობასა და ხარისხს.
- იატაკის სისტემის პროფესიონალური ცოდნა – ჩვენი სპეციალისტების ღრმა ტექნიკური ცოდნა საშუალებას გვაძლევს, უმაღლეს დონეზე ვიმუშაოთ ნებისმიერი სისტემისა თუ მასალაზე, უზრუნველყოფილ იქნას მისი ეფექტურობა და ვიზუალური სილამაზე.
- უწყვეტი სამუშაო რეჟიმი – პროცესის უწყვეტი მართვა საშუალებას გვაძლევს, დანიშნული ვადები ზედმიწევნით დავიცვათ და სამუშაო სრულყოფილად დავასრულოთ.
- გამოცდილება – მრავალწლიანი გამოცდილება იატაკის სამუშაოებში გვაძლევს უნარს, ნებისმიერი გამოწვევა წარმატებით გადავლახოთ და მოლოდინებს გავუსწროთ.
ეს უკვე მეორე წარმატებული პროექტია „Mercedes-Benz“-ისთვის, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ შესრულდა, და კვლავაც შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს.
მადლობა პროექტში მონაწილე ყველა ადამიანს.
ტექნიკური შედეგი
- მაღალი ცვეთამედეგობა
- ფართო დეკორატიული შესაძლებლობები
- დარტყმამედეგი
- უნაკერო საფარი