როგორ მოვუაროთ, ვიზრუნოთ ფისოვან იატაკზე?

ნებისმიერი იატაკი მოითხოვს გარკვეულ მოვლას და გამონაკლისი არც ეს იატაკია.იატაკის წმენდა არის ორი სახის: მექანიკური და ქიმიური, რომლის ერთად გამოყენებით მიიღება სრულფასოვანი შედეგი.ფისოვანი იატაკი თავისთავად არ წარმოადგენს მტვრის წარმომქმნელს, მაგრამ იგი იმტვერება სხვა წყაროებიდან. მტვრის ჭუჭყის ნაწილაკები მოქმედებს როგორც აბრაზიული მასალა, ტრანსპორტის მოძრაობის დროს.ფარმაცევტულ, კოსმეტიკისა და კვების ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესია ჰიგიენური იატაკების უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია სწორად შერჩეული გამწმენდი მექანიზმები.

📌 წმენდის მეთოდები

❕ ტილო – სათლი

საქართველოში დამლაგებლების ძირითადი ნაწილი იყენებს ტილოსა და სათლს. წმენდის ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნეს გამოჟონვების მოსაწმენდად, მაგრამ არა იატაკის ძირითადი წმენდის საშუალებად, რადგან წყალი სისტემატიურად არ იცვლება და დასუფთავება მოქმედებს პირიქით- ზედაპირზე ქმნის ჭუჭყის ფირს.

❕ ხელით რეცხვა

პირველ რიგში, ჭუჭყის გროვებისა და ნაწილაკების მოსაშორებლად მიზანშეწონილია დაიგავოს იატაკი, რის შემდეგაც უნდა გამოვიყენოთ რეკომედირებული საწმენდი ხსნარი, რომელსაც დავასხამთ ზედაპირზე და გავაჩერებთ რამოდენიმე წუთს.შემდგომ აუცილებელია მოვხეხოთ მყარი ჯაგრისით და უხვი სუფთა წყლით გადავრეცხოთ.

❕ მექანიკური რეცხვა

ეს არის საუკეთესო მეთოდი ფისოვანი იატაკების საწმენდად.პრინციპი იგივეა რაც ხელით რეცხვის დროს, განსხვავებაა ისაა, რომ შედეგი რადიკალურად სხვა გვაქვს, ვინაიდან მოხეხვაშიც და წყლის აღებაშიც მანქანა დანადგარი გვეხმარება.მოსარეცხი დანადგარისთვის რამოდენიმე სახის ტილო არსებობს, რომელსაც თავის კლასიფიკაცია გააჩნია:

⚫️ შავი – მძიმე რეჟიმის ხეხვა, ჭუჭყის სწრაფად მოსაშორებლად. გამოიყენება ყველა სახის ხსნართან

🟢 მწვანე – მსუბუქი რეცხვა, ზედმიწევნით აშორებს ჭუჭყს.

🔵 ლურჯი – მძიმე რეჟიმის რეცხვა ხსნარის შესხურებით.

🔴 წითელი – ტიპობრივი შესხურებით წმენდა, მოპრიალებული ზედაპირისთვის, აშორებს მსუბუქ ნაფეხურებს და ჭუჭყს.

🟠 მოყვითალო-ყავისფერი – მშრალად პოლირება, აშორებს მსუბუქ ჭუჭყს.

⚪️ თეთრი – საუკეთესოა ცვილით დამუშავებული იატაკებისათვის.