დამოუკიდებლობის დღე

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს

დამოუკიდებლობის დღე

ჩვენი კომპანია გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს

ისტორია

1917 წლის თებერვლის რევოლუციამრუსეთშიმონარქია დაამხო. 2 მარტს ტახტიდან გადადგა ნიკოლოზ II და დამყარდა ორხელისუფლებიანობა — სამართლებრივი თვალსაზრისით, სახელმწიფო ხელისუფლებას ფლობდა დროებითი მთავრობა, ხოლო რეალურ ხელისუფლებას კი დეპუტატთა საბჭოები. ორხელისუფლებიანობა დამყარდა ამიერკავკასიასა და საქართველოშიც. რევოლუციის გამარჯვების შედეგად შეიქმნა თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭო, ხოლო 1917 წლისმარტში თბილისში მუშაობას შეუდგა რუსეთი დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული სამხარეო ხელისუფლების ორგანო — ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (ოზაკომი)[1].

1917 წლისაპრილში თბილისში შეიქმნა ეროვნული ხელისუფლების ჩანასახი — საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო. ინტერპარტიული საბჭო წარმოადგენდა პოლიტიკურ პარტიათა და მიმდინარეობათა ნებაყოფლობით გაერთიანებას. მან თავის თავზე აიღო ქართული ეროვნული მოძრაობის კოორდინატორის ფუნქცია — სათავეში ჩაუდგა ეროვნულ მოძრაობას[2].

1917 წლის 25 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ამიერკავკასიაში მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია. დაემხო რუსეთის დროებითი მთავრობა და ოზაკომმა მოქმედება შეწყვიტა. საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოსთვის ცხადი იყო, რომ საბჭოთა რუსეთის მთავრობა შეეცდებოდა ხელისუფლების ახალი ორგანოს დანიშვნასა და თავისი იურისდიქციის გავრცელებას საქართველოში. ამიტომ ქართველი პოლიტიკოსების ინიციატივით ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა საბჭოთა რუსეთისგან გამიჯვნა გადაწყვიტეს. 1917 წლისნოემბერში თბილისში ფუნქციონირება დაიწყო სამხარეო ხელისუფლების ორგანომ — ამიერკავკასიის კომისარიატმა. მას უნდა შეესრულებინა კომისარიატის სამხარეო ხელისუფლების ორგანოს ფუნქცია რუსეთში კანონიერი ხელისუფლების (დროებითი მთავრობის) აღდგენამდე[3].

1917 წლის19 ნოემბერს თბილისში გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა. ეროვნულმა ყრილობამ გადაწვიტა საბჭოთა რუსეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ რუსეთში დემოკრატიული წყობილების აღდგენა დააგვიანებდა, მაშინ მოწვეულ იქნებოდა საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელიც გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს ნოე ჟორდანია[4].

1918 წლისიანვარში საბჭოთა რუსეთმა კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი სამხედრო ძალით სცადა საქართველოს ოკუპაცია. ახლადშექმნილმა ჯარმა რუსეთის ჯარები სასტიკად დაამარცხა. გარდა ამისა, თურქეთი აგრესიას ამჟღავნებდა და არ მალავდა თავის ზრახვებს ამიერკავკასიის მიმართ. თურქეთის მხარე თავის სასარგებლოდ იყენებდა იმ ფაქტს, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა და მას მიიჩნევდა რუსეთის ნაწილად. ამიტომ თურქეთთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად საჭირო იყო ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება. შექმნილ სიტუაციაში, ამიერკავკასიის კომისარიატმა ამიერკავკასიიდან არჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან 1918 წლისთებერვალში მოიწვია საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც 1918 წლის22 აპრილს გამოაცხადა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა, რომელშიც შედიოდა საქართველოაზერბაიჯანი და სომხეთი. მიუხედავად ამისა, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნამ ვერ გააუმჯობესა მდგომარეობა. თურქეთმა ბათუმის საზავო კონფერენციაზე უფრო მძიმე პირობები წამოაყენა. გარდა ამისა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ თანხმდებოდნენ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. საქართველო გერმანოფილურ ორიენტაციას ირჩევდა, სომხეთი — ანგლოფილურს, ხოლო აზერბაიჯანი — თურქოფილურს[5].

1918 წლის მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა გერმანოფილური საგარეო-პოლიტიკური კურსი. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი უფიციალურად შეუდგა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის მზადებას.