“Master Builders Solutions”-ს & შპს “GRC”-ის ტრეინინგი თურქეთში

“Master Builders Solutions”-ს & შპს “GRC”-ის ტრეინინგი თურქეთში

2022 წლის 21-24 ივნისს, შპს GRC ჯი არ სი-ის ორგანიზებით, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, “Master Builders Solutions”-ის ქარხანაში გაიმართა სწავლება-ტრენინგი ქართულ სამშენებლო ბაზარში ჩართული დეველოპერული და შემსრულებელი კომპანიების წარმოამდგენლების მონაწილეობით.

შპს GRC ჯი არ სი – ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2003 წლიდან და წარმოადგენს სამშენებლო მასალების მწარმოებელ, იმპორტიორ და ერთ-ერთი მსხვილ მიმწოდებელ კომპანიას სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

სემინარზე განხილულ იქნა ჰიდროსაიზოლაციო , სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებისა და იატაკის მოწყობის სისტემები.

თურქმა სპეციალისტებმა ქართველ წარმომადგენლებს გაუზიარეს აღნიშნული სფეროს შესახებ თეორიული ინფორმაცია და ამასთანავე, განიხილეს დაგროვილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობები.

ჩვენი კომპანია მადლობას უხდის ორგანიზატორებს შპს GRC ჯი არ სი-ს და “Master Builders Solutions”-ს ამ საინტერესო პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობისთვის.