რა არის მიკროცემენტი

რა არის მიკროცემენტი?
რა არის მიკროცემენტი?

რა არის მიკროცემენტი

რა არის მიკროცემენტი და რა უნდა ვიცოდეთ?

მიკროცემენტი წარმოადგენს თანამედროვე და უნიკალური მასალას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც იატაკის, ასევე კედლის საფარად. სპეციალიზებული, ულტრა გამძლე მასალა, ესთეტიურად მოგაგონებთ ბეტონს, საშუალებას იძლევა შეიქმნას უნიკალური, ინდივიდუალური პროდუქტი, რომელსაც ექნება მრავალი უპირატესობა.

მიკროცემენტი: რა არის ეს?

მიკროცემენტი წარმოადგენს ცემენტ-პოლიმერის ნაზავს, რომლის შესრულება ხდება ხელით, რის შემდეგაც მიიღება მტკიცე, გამძლე, ესთეტიურად მიმზიდველი პროდუქტი. აღსანიშნია ასევე ის ფაქტიც, რომ მიკროცემენტის უნაკერო ზედაპირი მნიშვნელოვნად ამარტივებს სახლში სისუფთავის დაცვის პროცესსაც.

მიკროცემენტი- დადებითი და უარყოფითი მხარეები.

უპირველეს ყოვლისა, მიკროცემენტი წარმოადგენს ევროკავშირის სერტიფიცირებულ მასალას. მისი იდეალურობა გამოწვეულია ზედაპირზე ნაკერების არარსებობით. ეს ხელნაკეთი მასალა საშუალებას გაძლევთ შექმნათ უწყვეტი და ერთიანი ზედაპირები, ნაპრალებისა და ნაკერების გარეშე, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც იატაკისა და კედლის ზედაპირისთვის, ასევე კიბეებზე, ავეჯზე, სხვადასხვა ნივთებზე და თაბაშირ მუყაოს კედლებზე.

მიკროცემენტი წყალგაუმტარია და ამიტომაც ძალიან პროდუქტიულია გამოყენებულ იქნეს სამზარეულოსა და სააბაზანოში, იდეალურია აგრეთვე შხაპის შიგთავსისთვის, სადაც ეფექტურად ეწინააღმდეგება ლაქებს და ნესტს. პროდუქტი გვხვდება ორ ძირითად ფერში, თეთრსა და ნაცრისფერში, საიდანაც, სპეციალური პიგმენტის წყალობით შესაძლებელია თქვენთვის სასურველ ფერთა კომბინაციის მიღება. უნიკალურია ისიც, რომ შესაძლებლია არჩეულ იქნას ასევე თქვენზე მორგებული ტექსტურაც, განსხვავებული შეფერილობით.

მიკროცემენტის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ მისი სისქე მხოლოდ 3 მმ-ია, გამოყენებისთვის კი არ არის აუცილებელი, განხორციელდეს იატაკის ან კედლის დემონტაჟი, რაც რასაკვირველია, წარმოადგენს ბევრად უფრო სწრაფ და ნაკლებად ძვირ სამუშაოს, მოცემულ ეტაპზე გავრცელებული ფილების დაგების/დემონტაჟის პროცესისგან განსხვავებით.

მიკროცემენტის გამოყენება არ შემოიფარგლება მხოლოდ ინტერიერით, შესაძლებელია გამოიყენოთ ექსტერიერშიც – ბაღში, ვერანდაზე, აუზის გარშემო ან სახლის ზღურბლზე.

განსხვავებულ დადებით თვისებებსა და უპირატესობებს შორის შეიძლება გამოიყოს შემდეგი:

👍მდგრადია სხვადასხვა ზემოქმედების, დარტყმისა და ძლიერი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების მიმართ.
👍გააჩნია საუკეთესო რეაქცია ცეცხლსა და ბოლზე
👍აქვს ძალიან კარგი წებოვნება, ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იატაკის წებოს.
👍თბოგამტარია

მიკროცემენტის მინუსები თითქოს არაარსებითია, მაგრამ, ეს ასე არ არის, მიუხედავად მრავალი დადებითი თვისებებისა, არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც:
პირველ რიგში, საჭიროებს პროფესიონალ სპეციალისტებს, ეს არ არის მარტივად დამუშავებადი ნივთიერება, შესაბამისად, შეუძლებელია ნებისმიერმა ადამიანმა შექმნას პროდუქტი. მნიშვნელოვანია, დაეყრდნოთ ექსპერტების ცოდნას, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება ზედაპირის დამუშავებისთვის.
სხვა იატაკის საფარებისგან განსხვავებით, დაზიანების შემთხვევაში, საჭიროა მისი მთლიანი დაგება თავიდან , ვინაიდან შეუძლებელია შეიცვალოს, ან შეაკეთო მხოლოდ კონკრეტული დაზიანებული მონაკვეთი. თუმცა, აქვე უნდა ღინიშნოს , რომ დაზიანების ალბათობა ძალიან მცირეა.
მიკროცემენტი ძალიან მტკიცე მასალაა, თუმცა, არის პირობები, რომლის დროსაც უპრიანია არჩეულ იქნას უფრო მტკიცე პროდუქტი, როგორიცაა ცემენტი, ან საწარმოო ფისი. ამიტომაც, მისი გამოყენება უფრო ეფექტური და მიზანშეწონლია ისეთ სიტუაციებში, როდესაც ორიენტირი აღებულია არა პრაქტიკულობაზე, არამედ ესთეტიურობაზე და ეფექტურობაზე.

რატომ არის მიზანშეწონილი მიკროცემენტი სააბაზანო ოთახში?

მიკროცემენტი, როგორც უკვე ავღნიშნეთ, წარმოადგენს ძალიან მყარ და წყალგაუმტარ მასალას, რომელიც ასევე გამოიყენება სააბაზანო ოთახში და საშხაპის შიდა კედლებზე. სააბაზანოს ოთახის კედლებზე მირკოცემენტის საფარი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ თანამედროვე, უნიკალური და ინდივიდუალური დიზაინი.
უნაკერო ზედაპირის არსებობა დასაფასებელია ასევე სისუფთავის დაცვის კუთხითაც და მისი გამოყენება ეფექტურია მცირე ზომის სააბაზანო ოთახებში. ის არ იჟღინთავს წყალს, მედეგია ცვეთისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ და ამასთანავე, ვიზუალურად ზრდის სივრცეს. უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ ძველი სააბაზანოს რემონტისას, მისი გამოყენებით შესაძლებელია თავიდან აიცილოთ ძველი ფილის ხმაურიანი და დამღლელი დემონტაჟი, რიგ შემთხვევებში კი სანტექნიკის შესაძლო დაზიანებაც.

მიკროცემენტი- რას უნდა ვერიდოთ ?


არსებობს სიფრთხილის რამდენიმე საშუალება, რომელიც უნდა გვახსოვდეს მიკროცემენტით დაფარული ზედაპირის გამოყენებისას და სისუფთავის დაცვისას. ყოველდღიური დასუფთავებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მტვერსასრუტი, ცოცხი ან მსუბუქი და დელიკატური ტილო. შესაძლებელია უპრობლემოდ გამოიყენოთ მცირე რაოდენობის საწმენდი სითხეც. იატაკის შემთხვევაში, რეკომენდირებულია სკამებისა და ავეჯის ქვეშ მოთავსდეს ქეჩის ტილოები, რათა არ დაკაწროს ზედაპირი.
აი ეს არის ის რამდენიმე უსაფრთხოების ზომა, რომელიც საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული იატაკის დაზიანება და შენარჩუნებულ იქნეს მისი პირველადი სახე დიდი ხნის მანძილზე.