Ferrari-ის შოურუმი თბილისში
წარმატებით დასრულდა Ferrari-ის ოფიციალური შოურუმის სამშენებლო პროექტი თბილისში, რომელიც მოიცავდა სრულ სამშენებლო სამუშაოებს, თანამედროვე საინჟინრო სისტემების დანერგვას და Ferrari-ის საერთაშორისო ბრენდს სტანდარტებთან შესაბამისი ინტერიერის მოწყობას. WING CO • სამშენებლო კომპანია
პროექტის ფარგლებში ჩვენი გუნდის მიერ შესრულდა იატაკის და კედლის ზედაპირის სამუშაოები – “Crash Resinus-Titanium” სისტემის მოწყობა.
გამოყენებული იქნა პროდუქტი „ქვის ხალიჩა“.
სამუშაო პროცესის წარმატება ეფუძნება:
საფუძვლის სრულყოფილ მომზადებას, რაც იატაკის სისტემის ხარისხსა და გამძლეობას უზრუნველყოფს
იატაკის სისტემების ღრმა ტექნიკურ ცოდნას
უწყვეტ სამუშაო რეჟიმსა და ვადების ზუსტ დაცვას
მრავალწლოვან გამოცდილებას
მადლობა პროექტში მონაწილე ყველა ადამიანს პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის.