ბეტონის იატაკის მოხეხვა
ბეტონის იატაკის ზედაპირის მშრალი მეთოდით მოხეხვა წარმოადგენს მსოფლიოში სამრეწველო იატაკების მოწყობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტექნოლოგიურ პროცესს. იტალიური წარმოების თანამედროვე იატაკის მოსახეხი დანადგარები საშუალებას გვაძლევს მოვხეხოთ როგორც ახალი, ასევე უკვე არსებული ბეტონის იატაკის ნებისმიერი ტიპის ზედაპირი.

„Opinio Style“-ის მიერ გამოყენებული ალმასის ქვებზე დაფუძნებული მოხეხვის სისტემები განკუთვნილია როგორც სამრეწველო, ასევე დეკორატიული ბეტონის იატაკის ზედაპირის მოსაპირკეთებლად. ალმასის ქვებით ბეტონის იატაკის პროფესიონალური დამუშავება მოიცავს სამ ეტაპს, რომელთაგან თითოეული განსაზღვრავს ბეტონის იატაკის ზედაპირის ვიზუალურ მხარეს და სიპრიალის ინტენსივობას.