Frequently Asked Questions
- Show All
- ბეტონის იატაკის მოხეხვა
- ბეტონის იატაკის პოლირება
- მიკროცემენტის იატაკი/კედელი/საფეხურები/ავეჯი
- პოლიმერული იატაკი
- ქვის ხალიჩა
შესაძლებელია თუ არა იატაკის აღდგენა არსებული კარ-ფენჯრების ამოღების გარეშე?
კარ-ფანჯრების ამოღების და გადაკეთებების გარეშე, რათქმაუნდა შეგვიძლია მოვაწყოთ მიკროცემენტის იატაკი ან კედელი, რადგან ის სულ დაიკავებს 3-4 მმ სისქეს.
სად გამოიყენება პოლირებული იატაკი?
პოლირებული ბეტონის იატაკი გამოიყენება ყველგან სადაც გჭირდებათ მყარი და ჰიგიენური ზედაპირი:
რა უპირატესობას მაძლევს მშრალი მეთოდით მოხეხვა?
რატომ უნდა გავაკეთოთ ბეტონის იატაკის პოლირება?
პოლირებული ბეტონი მდგრადია წყლის, და სუსტი მინერალური ნივთიერებების ზემოქმედების მიმართ.
არის დატვირთვამედეგი, არ მტვერდება, აქვს პრიალა სარკისებრი ზედაპირი, არ სრიალებს, გამოირჩევა მრავალფეროვანი, ესთეტიკური და დეკორატიული შეხედულებით, არის ადვილად მოსავლელი.
როგორ მოვუაროთ ეპოქსიდურ იატაკს?
ნებისმიერი იატაკი მოითხოვს გარკვეულ მოვლას, გამონაკლისს არც ეპოქსიდური ზედაპირი წარმოადგენს, რომლის წმენდაც შესაძლებელია განხორციელდეს ორი სახით: მექანიკურად და ქიმიურად. სრულფასოვანი შედეგი მიიღება წმენდის ორივე მეთოდის ერთდროულად გამოყენების შედეგად.
ფისოვანი იატაკი თავისთავად არ წარმოადგენს მტვრის წარმომქმნელს, მაგრამ იგი იმტვერება სხვა წყაროებიდან, მტვრის ჭუჭყის ნაწილაკები კი მოქმედებს როგორც აბრაზიული მასალა, ტრანსპორტის მოძრაობის დროს.ფარმაცევტულ, კოსმეტიკისა და კვების ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესია ჰიგიენური იატაკების უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია სწორად შერჩეული გამწმენდი მექანიზმები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე
როგორ მუშაობს მიკროცემენტი იატაკ-ქვეშა გათბობის დროს?
მიკროცემენტს®-ს თბოგამტარობის მნიშვნელობა აქვს λ =0.46. იატაკ-ქვეშა გათბობის დროს შეგვიძლია მოვაწყოთ მიკროცემენტის იატაკი.
რატომ ქვის ხალიჩა?
ეს არის უნიკალური პროდუქტი, რომლის გამოყენა შესაძლებელია თითქმის ყველგან.
შესაძლებელია თუ არა მიკროცემენტის დატანა კერამიკულ ფილებზე ან ხის იატაკზე?
მიკროცემენტი შეიძლება დავიტანოთ ნებისმიერ ზედაპირზე, როდესაც შემსრულებელს ყურადღებით და ზუსტად აქვს შეფასებული არსებული საფარი.
ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა მიკროცემენტის იატაკი/კედელი?
დიახ. მკაცრი ტესტები აჩვენებს, რომ გამოყენებისა და გაშრობის ფაზების შემდეგ, მიკროცემენტი® არ გამოყოფს ჰაერში მავნე ნივთიერებებს მოზრდილთათვის და ბავშვებისთვის.