რა არის მიკროცემენტი?
ერთი მთლიანი ელემენტი
მიკროცემენტი საუკეთესო მასალაა იატაკის, კედლის და სხვა დეკორატიული უნაკერო საფარის შესაქმნელად ან განსაახლებლად. პრაქტიკული ინოვაციური და სწრაფად დამუშავებადი მასალის და ტექნოლოგიის ხარჯზე, შესაძლებელია ზედაპირის საფარის, ფერის ეფექტის და ტექსტურის, თქვენი გემოვნებისამებრ სხვადასხვა ვარიაციებით მოწყობა. საინსტალაციო სამუშაოები გრძელდება მხოლოდ რამოდენიმე დღე. ხელით დამუშავებული ყველა ზედაპირი თავისებური და უნიკალურია.
მიკროცემენტი არის ცემენტისა და წყლის ბაზაზე დაფუძნებული პოლიმერული მასალების ნაზავი, რომლის ზედაპირზე დატანა ხორციელდება ხელით. მასალა შესანიშნავად მუშაობს როგორც ინტერიერში ასევე ექსტერიერშიც.
მიკროცემენტი არის ეკოლოგიურად სუფთა, როგორც თვისობრივად, ასევე დამუშავების პროცესის დროს. პროდუქტის ინსტალაციისას წარმოიქმნება მინიმალური რაოდენობის მტვერი, რომელიც ხელს უწყობს სამშენებლო მოედანზე სისუფთავის დაცვას.
მასალა პროფესიონალი შემსრულებლებისათვის.
მიკროცემენტის სისტემები მრავალფეროვანია და შეიძლება მოერგოს თქვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ დიზაინს.

მხოლოდ 3 მმ სისქე
როდესაც ზედაპირის დამუშავების ყველა ეტაპი დასრულებულია, თქვენი იატაკის ან კედლის სისქე შეადგენს მხოლოდ სამ მილიმეტრს. მიკროცემენტით დამუშავებისას არ არის აუცილებელი არსებული კედლის ან იატაკის დემონტაჟი.
მიკროცემენტ– მა პროდუქტის სუსტი წერტილების გამოსავლენად სხვადასხვა ლაბორატორიებში, მრავალჯერ გაიარა უმკაცრესი ტესტები. შედეგები გვიჩვენებს, რომ მიკროცემენტ-ის გამძლეობა ხელოვნურ იატაკის საფარებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. პროდუქტი შემოწმებულია, როგორც მექანიკურ ასევე ქიმიურ მედეგობაზე. ასევე მედეგობაზე: ლაქების ,დარტმის, ცვეთის,ხანძრის და ბზარების მიმართ.
მასალის ტექნიკური თვისებებიდან გამომდინარე იგი შესანიშნავად მუშაობს იატაკის გათბობასთან კომბინირებით. გამოიხატება კარგი თერმული გამტარობა, საფარი არათუ სწრაფად იღებს ტემპერატურას, არამედ აჩქარებს სითბოს გამოცემას. ეს არ ნიშნავს , რომ თქვენი სახლი, შედარებით სწრაფად გათბება, დროთა განმავლობაში თქვენ აუცილებლად შენიშნავთ იატაკის გათბობის ენერგოეფექტურობას.

უპირატესობები

ფერთა არჩევანი























ხშირად დასმული კითხვები
დიახ. მკაცრი ტესტები აჩვენებს, რომ გამოყენებისა და გაშრობის ფაზების შემდეგ, მიკროცემენტი® არ გამოყოფს ჰაერში მავნე ნივთიერებებს მოზრდილთათვის და ბავშვებისთვის.
მიკროცემენტს®-ს თბოგამტარობის მნიშვნელობა აქვს λ =0.46. იატაკ-ქვეშა გათბობის დროს შეგვიძლია მოვაწყოთ მიკროცემენტის იატაკი.
კარ-ფანჯრების ამოღების და გადაკეთებების გარეშე, რათქმაუნდა შეგვიძლია მოვაწყოთ მიკროცემენტის იატაკი ან კედელი, რადგან ის სულ დაიკავებს 3-4 მმ სისქეს.
მიკროცემენტი შეიძლება დავიტანოთ ნებისმიერ ზედაპირზე, როდესაც შემსრულებელს ყურადღებით და ზუსტად აქვს შეფასებული არსებული საფარი.
მიკროცემენტი® იდეალურია როგორც ახალი იატაკის შესაქმნელად, ასევე არსებული ზედაპირების აღდგენისთვის. მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია გამოყენების უნარი: ძველ ხის, კერამიკული და ბეტონის იატაკზე მოხსნის საჭიროების გარეშე მოწყობა.
განსხვავებით ფისოვანი იატაკების უმრავლესობისგან, რომელთა გამოყენება შეუძლებელია გარე გარემოში, მიკროცემენტი® იდეალურია გარე გამოყენებისთვის, როგორიცაა: ტერასები, ბილიკები, საცურაო აუზის გემბანები, ვერანდები და კედლები. მიკროცემენტი® უზრუნველყოფილია კარგი დაცვით: წყლის შეღწევისგან, გამყინავი მარილებისა და ულტრაიისფერი სხივებისგან.